სიახლეები

1807.2018

ექსპერიმენტალური ფიზიკა

გაზიარება:

2015 წლის სექტემბერში  სასწავლო-ინტელექტუალურმა ცენტრმა "ხევის მომავალმა" თანამსრომლობა დაიწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერიმენტალური ფიზიკის კათედრასთან, კერძოდ პროფესორ  დავით სონღულაშვილთან.  "ხევის მომავლის" ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან შეიკრიბა დაინტერესებული უფროსკლასელების ჯგუფი, რომელიც ეწვია საქართველოს ტექნიკურ  უნივერსიტეტს, დაათვალიერეს  ლაბორატორიები  და მიიღეს მონაწილეობა ექსპერიმენტალურ ნაწილშიც.

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი "ხევის მომავალსა" და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.

პარტნიორები