სიახლეები

1010.2017

ილუსტრაციების გამოფენა

გაზიარება:

2017 წლის 5 აგვისტოს ყაზბეგში სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი "ხევის მომავლის" ინიციატივით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით  ჩატარდა წიგნის ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში  მოსწავლეთა მიერ შესრულებული  ალ.ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველის ნაწარმოებების  ილუსტრაციების გამოფენა, სხვადსხვა გამომცემლობებმა მოაწყვეს  წიგნების გამოფენა-გაყიდვა, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ჩაატარა სპექტაკლი "ბატის ჭუკი", ბავშვების ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. ღონისძიების ჩატარებაში  ხევის მომავალს  პარტნიორობა გაუწია შუმანის სახელობის ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებმა და ხელოვნების პედაგოგმა თამარ აბაკელიამ. ამ ფესტივალის ორგანიზატორების სურვილია ფესტივალი ყოველწლიური და ფართომაშტაბიანი  გახდეს და  ჩატარდეს აგვისტოს პირველ შაბათს. 

პარტნიორები